Nikoloz Oqroshiashvili
UI/UX Designer
შესახებ
მონაწილეობდა პროექტებში

Tivi
ნახეთ პროექტიTivi Restaurant-ისთვის შეიქმნა სრულიად ახალი ციფრული გამოცდილება ნულიდან. პროექტი მოიცავდა როგორც უნიკალური დიზაინის შექმნას, ასევე სრული ვებსაიტის დაგეგმვასა და განვითარებას რესტორნის საჭიროებების შესაბამისად. დეველოპმენტის გუნდმა შექმნა სწრაფი და მასშტაბირებადი ვებსაიტი, დაამატა მორგებული CMS კონტენტის მარტივად სამართავად და ლოკალიზაციის მხარდაჭერა სხვადასხვა ენაზე. შედეგად შეიქმნა თანამედროვე და მოსახერხებელი პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება რესტორნის გამოცდილების გაცნობაში, ხოლო გუნდს აძლევს კონტენტის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას.

Georgian Robotics Association
ნახეთ პროექტიGeorgian Robotics Association-ისთვის შეიქმნა სრულიად ახალი ციფრული პლატფორმა ნულიდან, რომელიც მოიცავდა როგორც დიზაინის შექმნას, ასევე სრული ვებსაიტის განვითარებას. პროექტის მიზანი იყო თანამედროვე და მასშტაბირებადი პლატფორმის შექმნა, რომელიც ეფექტურად წარმოაჩენს ორგანიზაციის საქმიანობას, პროგრამებსა და ინიციატივებს. დეველოპმენტის გუნდმა შექმნა მრავალფუნქციური ვებსაიტი, რომელიც მოიცავს მრავალ გვერდს, ბლოგის სისტემას, მორგებულ CMS-ს, ლოკალიზაციის მხარდაჭერას და ინტეგრირებულ დონაციის გადახდის სისტემას. პლატფორმა აწყობილია თანამედროვე და უსაფრთო ტექნოლოგიებზე, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ მუშაობას, მარტივ კონტენტის მართვას და მომხმარებლისთვის გამართულ გამოცდილებას.

FaceBar
ნახეთ პროექტიFacebar არის ესთეტიკური კლინიკა, რომლისთვისაც შეიქმნა სრულიად ახალი ციფრული პლატფორმა ნულიდან. პროექტი მოიცავდა თანამედროვე ვებსაიტის დიზაინსა და განვითარებას, რომელიც ორიენტირებულია სერვისების ეფექტურად წარდგენასა და მომხმარებლის მარტივ გამოცდილებაზე. დეველოპმენტის გუნდმა შექმნა სწრაფი და მასშტაბირებადი ვებსაიტი მორგებული CMS-ით, ლოკალიზაციის მხარდაჭერით და ინტეგრირებული ჯავშნის სისტემით. ასევე შეიქმნა ადმინისტრაციული პანელი, საიდანაც კლინიკის გუნდი მარტივად მართავს ჯავშნებს, მომხმარებლის მოთხოვნებს და ვებსაიტის კონტენტს.

Travelport
ნახეთ პროექტიTravelport-ს ჰქონდა მოძველებული ვებსაიტის გამოცდილება, რომელიც აღარ შეესაბამებოდა მომხმარებელთა თანამედროვე მოლოდინებს. პროექტი ფოკუსირებული იყო სრულ რედიზაინზე, სადაც დიზაინის გუნდმა შექმნა ახალი ვიზუალური მიმართულება უფრო სუფთა ინტერფეისით, გაუმჯობესებული მომხმარებლის გამოცდილებით (UX) და თანამედროვე დიზაინის პრინციპებით. დეველოპმენტის გუნდმა ახალი დიზაინი აქცია სრულად ფუნქციონალურ ვებსაიტად მოქნილი CMS-ით, ოპტიმიზებული წარმადობითა და გლუვი თანამედროვე ანიმაციებით. შედეგად მივიღეთ მასშტაბირებადი ციფრული პლატფორმა, რომელიც ამარტივებს კონტენტის მართვას და ამავდროულად მომხმარებელს სთავაზობს უფრო სწრაფ და საინტერესო გამოცდილებას.